5 მაისს ჩატარდა ჩვენი წევრის, სოც.მედია მენეჯერის და სერტიფიცირებული ტრენერის - ეკატერინე თეიმურაზიშვილის შეხვედრა თემაზე “რა არის სოც.მედია მარკეტინგი და როგორ გავხდეთ სოც.მედია მენეჯერი 2022 წელს?”
დამსწრეებმა დიდი რაოდენობით სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს და ტრენერის პირადი ხრიკების შესახებაც შეიტყვეს, ბოლოს კი უამრავი თბილი შეტყობინება და კომენტარი დაგვიტოვეს
ციფრული სფერო დღითი დღე იზრდება, ვითარდება და ფესვებს იდგამს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში , შესაბამისად , მოთხოვნა იმ პირებზე, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე ერკვევიან ამ ვირტუალური სამყაროს შესაძლებლობებში, ყოველწამიერად იზრდება
ის ჩაატარა ჩვენმა წევრმა, სოც.მედია მენეჯერმა და სერტიფიცირებულმა ტრენერმა ეკატერინე თეიმურაზიშვილმა
ტრენინგის ბოლოს ჩაგვერთო ამ სფეროში გამოცდილი, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანი - ანა ტარუაშვილი, რომელმაც მოგვიყვა თავის გზაზე, როგორ დაიწყო ეს საქმიანობა, როგორ მოაგროვა ასეთი მრავალმხრივი გამოცდილება და მონაწილეების კითხვებსაც სიამოვნებით უპასუხა
მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები