ხშირად მსუბუქი სტრესი, რომელიც გამოცდის ან გასაუბრების წინ გვაქვს გვეხმარება, ვიყოთ მეტად ორიენტირებულები პრობლემის გადაჭრაზე და დავალებას კარგად გავართვათ თავი. მაგრამ...
რა ხდება, როცა შფოთვა ძლიერდება და ხელს გვიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
გვიქვეითებს მოტივაციასა და ცხოვრების ხალისს.
როგორ გავუმკლავდეთ მას?
შეგვიძლია თუ არა შფოთვისგან თავის დაღწევა, თუ ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია?
24 სექტემბერს ჯევროლუციაში ძალიან საინტერესო ტრენინგი -
"მენტალური ჯანმრთელობა: სტრესის მართვა" ჩატარდა.
მონაწილეებმა მიიღეს სასარგებლო ინფორმაციას პირადი და პროფესიული დანიშნულებით, ხოლო ტრენინგის წარმატების გავლისთვის დაიმსახურეს სერტიფიკატები.
შეხვედრას გაუძღვა ჯევროლუციის კომუნიკაციების მენეჯერი, ფსიქოლოგი ნონა მაჭავარიანი.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ნონას ასეთი ნაყოფიერი შეხვედრის ორგანიზებასა და ჩატარებისთვის.