მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა უფლებები სულ რაღაც ორი სიტყვაა, მათი არსებობა და , მით უმეტეს , დაცვა ყველაზე ღირებულია დედამიწაზე. ამიტომ თუ ერთხელ მაინც შესწრებიხარ მათი დარღვევის ფაქტს, გასწავლით რა უნდა მოიმოქმედო
11 ივნისს 20 საათზე გაიმართა ჯევროლუციის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტრენინგი: “არასრულწლოვანთა უფლებები დაკითხვის პროცესში", რომელსაც უძღვებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი, მასწავლებელი და საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა - ნინო ნარსავიძე.
გვიხარია, რომ ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა თავისუფლად შეძლეს საუბარი რა ძირითადი უფლებებით სარგებლობს არასრულწლოვანი გამოკითხვის პროცესში, გაიგეს რა განსხვავებაა გამოკითხვასა და დაკითხვას შორის და გაეცნენ გამოკითხვის პროცესში სპეციალიზებული პირების მონაწილეობის მნიშვნელობასაც, რადგან ჩვენი შეხვედრის საბოლოო მიზანიც სწორედ ეს იყო.
რა თქმა უნდა, ტრენინგის მიმდინარეობისას ბევრი საინტერესო შეკითხვაც დაისვა, რომლებიც კიდევ უფრო დაეხმარა მსმენელებს სასარგებლო ინფორმაციის ათვისებაში. ამასთან, შეხვედრის მონაწილეები სტუმრის განსაკუთრებული რჩევების გარეშეც არ დარჩენილან.
იმედი გვაქვს, ტრენინგის ბოლოს დამსახურებულად მიღებული სერტიფიკატები კიდევ უფრო მეტად შთააგონებს ახალგაზრდებს მოქმედებას და მათ სამომავლო წარმატებაში პატარა წვლილსაც შეიტანს.
თვალი ადევნე ჩვენს გვერდს, რათა არ გამოტოვო ჯევროლუციის შემდგომი შეხვედრები და პირველმა დაიკავო ადგილები გამოცხადებულ აქტივობებზე.
შეხვედრის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმარს - ნინო ნარსავიძეს კი , კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენთან ერთად ყოფნისა და ნდობისათვის.
#ჯევროლუცია - აქ შენი მიზანი იქცევა საერთო წარმატებად!