19 მაისს 20 საათზე გაიმართა ჩვენი წევრის, სოც.მედია მენეჯერისა და სერტიფიცირებული ტრენერის, ეკატერინე თეიმურაზიშვილის მიერ ორგანიზებული ვებინარი თემაზე: “სოციალური ქსელების როლი ბიზნესში.”
შეხვედრას გაუძღვა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მარკეტოლოგი, ანი სამხარაძე, და ეკასთან ერთად სოციალური ქსელების ყველაზე აქტუალურ თემები განიხილა.
გვიხარია, რომ ვებინარი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დააინტერესა მონაწილეები და მათი ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა. დაისვა არაერთი მნიშვნელოვანი ითხვა, რომლებმაც მიწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო ნაყოფიერი და ღირებული გახადა.
ვებინარის მონაწილეებს დამსახურებული ერენოვანი სიგელები გადაეცათ.
თუკი უკვე მზად ხართ იზრუნოთ თქვენს ცოდნაზე, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და არ გამოტოვოთ მომავალი აქტივობები.
შეხვედრის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმარს, ანი სამხარაძეს, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენთან ერთად ყოფნისა და ნდობისათვის.