2022 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა-ის ორგანიზებით გაიმართა ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენცია “ფრანგულ-ქართული ურთიერთობების უცნობი ეპიზოდები”.
კონფერენციის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ფრანგული ენის პოპულარიზაცია და საქართველო-საფრანგეთის საუკუნოვანი ურთიერთობების გაცნობა.
ჩვენს ორგანიზაციას პატივი ერგო ყოფილიყო ღონისძიების მონაწილე.
ჯევროლუციის წარმომადგენელმა, ანა ჯიჯავაძემ, ჟიურის ამპლუაში გამოავლინა კონფერენციაში მონაწილე გამორჩეული გუნდი, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #32 საჯარო სკოლა-ის მოსწავლეები მასწავლებელ სოფიო მურუსიძის ხელმძღვანელობით.
რჩეული გუნდის წევრებს ჯევროლუციისგან გადაეცათ სამახსოვრო სიგელები, მოსაწვევები ორგანიზაციის შიდა მასტერკლასებზე და ჩვენი პარტნიორი კომპანიის, Griffin • გრიფფინ ჯეო-ს პოლიგლოტთა აკადემიის ვაუჩერები.
მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული ოჯახისკენ გადადგმული ნაბიჯები. მივესალმებით ამგვარ აქტივობებს და ვულოცავთ მონაწილეებს ღონისძიების წარმატებით ჩატარებას.
კონფერენციის მხარდამჭერები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, Ambassade de France en Géorgie, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.