საქართველოს სტუდენტური პარლამენტი
საქართველოს სტუდენტური პარლამენტი
"ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივ პროექტებში"
"ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივ პროექტებში"
2022 წლის 25 დეკემბერს ჯევროლუციის წარმომადგენლები, მარიამ ექვთიმიშვილი და ანა ჯიჯავაძე საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს ეწვივნენ.
სადისკუსიო თემა გახლდათ ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივ პროექტებში.
შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, რომლის მიმდინარეობისას ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მოხალისეობის არსი, წარუდგინეს დამსწრეებს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა “ახალგაზრდების ინტერესები და ჩართულობა მოხალისეობრივ პროექტებში” და გააცნეს ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები.
მადლობას ვუხდით მონაწილეებს ჩართულობისთვის, ხოლო Icsu-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ლიკა გოგოლაძეს - ღონისძიების ორგანიზებისთვის.