"მარკეტინგის როლი თანამედროვეობაში "
"მარკეტინგის როლი თანამედროვეობაში "
18 ოქტომბერს ორგანიზაციის წევრისა და სოც.მედია მენეჯერის, ეკა თეიმურაზიშვილის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი წარმატებული მასტერკლასი: მარკეტინგის როლი თანამედროვეობაში.
მასტერკლასი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, გაჟღერდა ბევრი კომენტარი და შეფასება, გაიხსნა დისკუსია, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მოხალისეების ცოდნა. ვიმედოვნებთ, შეხვედრის შემდეგ მიღებული სიგელები კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მისცემს მოხალისეებს და მწვერვალების დაპყრობაშიც დაეხმარებათ.