კონფერენცია "კატინი და თბილისი: გვახსოვდეს წარსული და დავიცვათ მომავალი"
კონფერენცია "კატინი და თბილისი: გვახსოვდეს წარსული და დავიცვათ მომავალი"
კონფერენცია "კატინი და თბილისი: გვახსოვდეს წარსული და დავიცვათ მომავალი" ჩატარდა საქართველოსა და პოლონეთის საერთო მოგონებების პატივსაცემად, თანაგრძნობისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად ქართული და პოლონური ფესვების მქონე ახალგაზრდებში.
პროექტის მიმდინარეობისას გავიხსენეთ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ვეცადეთ გამოგვეკვეთა ისტორიული უსამართლობა, სიმართლისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გარჩევით. დავინახეთ კავშირები ამ ორი ქვეყნის ტრაგედიებს შორის და ხაზი გავუსვით ჭეშმარიტების მნიშვნელობას დემოკრატიის დაცვაში.